logo
ENG



ლომჯარია: ამ ეტაპზე, ვრჩები [საზოგადოებრივ] პლატფორმაზე

25 ოქტ 202321:51
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია: ამ ეტაპზე, ვრჩები [საზოგადოებრივ] პლატფორმაზე

ყოფილი სახალხო დამცველი და სამოქალაქო პლატფორმის დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით სამოქალაქო პლატფორმაზე რჩება, ხოლო სამომავლოდ შესაძლო თანამშრომლობის საკითხზე იმ შემთხვევაში დაფიქრდება, როცა რაღაცები მეტად გამოიკვეთება.

ამის შესახებ მან პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა და ასე უპასუხა კითხვას: იმ თემის შემოტანა, რომ ნინო ლომჯარია, სალომე ზურაბიშვილი, გახარია ალიანსს ქმნიან, გიფიქრიათ, მომდევნო არჩევნებისთვის ამ თემაზე, თუ რჩებით საზოგადოებრივ პლატფორმად?

"ამ ეტაპზე, მე ვრჩები ამ პლატფორმაზე და ჩემი ინტერესის მთავარი საგანი არის სწორედ ევროინტეგრაცია და ამ პროცესის ხელშეწყობა, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ, კიდევ ერთხელ, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების განჭვრეტა, მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დეკემბერში, არ მიმაჩნია დღეს სწორად და სერიოზულ მსჯელობად, ამიტომ ამ საკითხებზე ცოტა მერე დავფიქრდები, როცა რაღაცები გამოიკვეთება", - განაცხადა მან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "არსებობს გეგმა", 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას პარტია, სადაც გაერთიანდებიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია. 

პოლიტიკის ფორმულას ეთერში ლომჯარია გამოეხმაურა კობახიძის ამ განცხადებასაც და აღნიშნა, რომ ეს კობახიძის "პოლიტიკური დღის წესრიგია", რაც მის ინტერესებში არ არის, ამიტომ მის კომენტარზე შეფასებას არ გააკეთებს.


close დახურვა